Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სილოვან ნარიმანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მაღრაანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1952 წელს. 1953-1974წწ. იყო გაზეთ "სამგორის" რედაქტორი; 1974 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორის მოადგილეა; პირველი ლექსი 1955 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "როცა იღვიძებენ ტყეები" - 1958 წელს; მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების, ნოველებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები, მათ შორის აღსანიშნავია "ნისლებზე მაღლა" (1962), "მაისის საღამო" (1971), "დიდ სიჩუმეში" (1972), "ის მწვერვალები" (1976), "შორეული დღე" (1977), "ფიქრო, მე რომ გითვალთვალე" (1977), "მზის სიახლოვეს" (1980) და სხვ.; თავის შემოქმედებაში ძირითადად იყენებს ვერლიბრს, რომლის ჩარჩოებშიც ამუშავებს ქართული პოეზიის კლასიკურ თემებს - მამულის სიყვარულს, მშობელი ქვეყნის პეიზაჟს, უმღერის მაღალი კაცობისა და მოქალაქეობის იდეალებს. მწერალთა ასოციაცია "მწერალი"-ს თავჯდომარე; გამომცემლობა "მწერალი"-ს დირექტორი; იგი არის 30–მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, ბულგარულ, ესპანურ და სომხურ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.320; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.76 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |