შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილოვან ნარიმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მაღრაანი, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1952 წელს. 1953-1974წწ. იყო გაზეთ "სამგორის" რედაქტორი; 1974 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორის მოადგილეა; პირველი ლექსი 1955 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "როცა იღვიძებენ ტყეები" - 1958 წელს; მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების, ნოველებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები, მათ შორის აღსანიშნავია "ნისლებზე მაღლა" (1962), "მაისის საღამო" (1971), "დიდ სიჩუმეში" (1972), "ის მწვერვალები" (1976), "შორეული დღე" (1977), "ფიქრო, მე რომ გითვალთვალე" (1977), "მზის სიახლოვეს" (1980) და სხვ.; თავის შემოქმედებაში ძირითადად იყენებს ვერლიბრს, რომლის ჩარჩოებშიც ამუშავებს ქართული პოეზიის კლასიკურ თემებს - მამულის სიყვარულს, მშობელი ქვეყნის პეიზაჟს, უმღერის მაღალი კაცობისა და მოქალაქეობის იდეალებს. მწერალთა ასოციაცია "მწერალი"-ს თავჯდომარე; გამომცემლობა "მწერალი"-ს დირექტორი; იგი არის 30–მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, ბულგარულ, ესპანურ და სომხურ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.320; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.76 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |