Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
სილოვან ნარიმანიძე
| Date of birth: | 15 March, 1925 |
| Date of death: | 13 August, 2007 (at 82 years) |
| Category: | Writer |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი მაღრაანი, ახმეტის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1952 წელს.
1953-1974წწ. იყო გაზეთ "სამგორის" რედაქტორი; 1974 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორის მოადგილეა; პირველი ლექსი 1955 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "როცა იღვიძებენ ტყეები" - 1958 წელს; მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების, ნოველებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები, მათ შორის აღსანიშნავია "ნისლებზე მაღლა" (1962), "მაისის საღამო" (1971), "დიდ სიჩუმეში" (1972), "ის მწვერვალები" (1976), "შორეული დღე" (1977), "ფიქრო, მე რომ გითვალთვალე" (1977), "მზის სიახლოვეს" (1980) და სხვ.; თავის შემოქმედებაში ძირითადად იყენებს ვერლიბრს, რომლის ჩარჩოებშიც ამუშავებს ქართული პოეზიის კლასიკურ თემებს - მამულის სიყვარულს, მშობელი ქვეყნის პეიზაჟს, უმღერის მაღალი კაცობისა და მოქალაქეობის იდეალებს. მწერალთა ასოციაცია "მწერალი"-ს თავჯდომარე; გამომცემლობა "მწერალი"-ს დირექტორი; იგი არის 30–მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, ბულგარულ, ესპანურ და სომხურ ენებზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.320; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.76
Member of Organizations
- ვაჟა–ფშაველას მშობლიური სოფლის ჩარგლის სახალხო აკადემია, საპატიო წევრი
- ვაჟა–ფშაველას საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
- იყალთოს სახალხო აკადემია, საპატიო წევრი
- საქართველოს მონადირეთა კავშირი, საპატიო წევრი
- საქართველოს ფაზისის აკადემია, წევრი
Awards and Honors
Bibliography
- გახსოვარ კიდევ? : ლექსები (Author). - თბილისი, ეროვნული მწერლობა, 2007. - 224გვ.. - ISBN: 978-99940-68-20-3
- ჩემს შემდეგ : ლექსთა კრებული (Author). - თბილისი, მწერალი, 2001. - 232გვ.
- ერთტომეული (Author). - თბილისი, მერანი, 1996. - 464გვ.
- ფერადი ფოთლები : თარგმანები. ლექსთა კრებული (Translator). - თბილისი, მერანი, 1992. - 216გვ.
- მდუმარე სამრეკლოები (Author). - თბილისი, მერანი, 1991. - 200გვ.
- გედების გადაფრენა : ლექსები, პოემები (Author). - თბილისი, საქართველო, 1991. - 412გვ.
- ბალადა ღამეული მგზავრისა : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1990. - 163გვ.
- თეთრი ღრუბლები : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1986. - 255გვ.
- ფიქრი მოგზაური : ლექსები და პოემები (Author). - თბილისი, მერანი, 1983. - 167გვ.
- ალაზანს გადავდიოდით : ლექსები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1982. - 46გვ.
- მზის სიახლოვეს : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 229გვ.
- შორეული დღე : ლექსები და პოემები (Author). - თბილისი, მერანი, 1979. - 156გვ.
- ფიქრო, მე რომ გითვალთვალე... : ნარკვევები, წერილები, ჩანახატები (Author). - თბილისი, მერანი, 1977. - 231გვ.
- ის მწვერვალები : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 1976. - 371გვ.
- დიდ სიჩუმეში (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1972. - 282გვ.
- მაისის საღამო (Author). - თბილისი, მერანი, 1971. - 179გვ.
- იხმაურე მდინარევ : ლექსები, ციკლები: კიდით კიდემდე; მეომრის ბალადა; შენი სინაზე; ამ ვრცელ ბაღნარში (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1965. - 128გვ.
- ნისლებზე მაღლა : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1962. - 95გვ.
- ნისლებზე მაღლა : ლექსები (Author). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1962. - 95გვ.
- როცა იღვიძებენ ტყეები : კრებული. ლექსები (Author). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1957. - 115გვ.
|