The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილოვან ნარიმანიძე

სილოვან ნარიმანიძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 2007  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღრაანი, ახმეტის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1952 წელს.

1953-1974წწ. იყო გაზეთ "სამგორის" რედაქტორი; 1974 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორის მოადგილეა; პირველი ლექსი 1955 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული "როცა იღვიძებენ ტყეები" - 1958 წელს; მას ეკუთვნის ლექსებისა და პოემების, ნოველებისა და პუბლიცისტური წერილების კრებულები, მათ შორის აღსანიშნავია "ნისლებზე მაღლა" (1962), "მაისის საღამო" (1971), "დიდ სიჩუმეში" (1972), "ის მწვერვალები" (1976), "შორეული დღე" (1977), "ფიქრო, მე რომ გითვალთვალე" (1977), "მზის სიახლოვეს" (1980) და სხვ.; თავის შემოქმედებაში ძირითადად იყენებს ვერლიბრს, რომლის ჩარჩოებშიც ამუშავებს ქართული პოეზიის კლასიკურ თემებს - მამულის სიყვარულს, მშობელი ქვეყნის პეიზაჟს, უმღერის მაღალი კაცობისა და მოქალაქეობის იდეალებს. მწერალთა ასოციაცია "მწერალი"-ს თავჯდომარე; გამომცემლობა "მწერალი"-ს დირექტორი; იგი არის 30–მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, უნგრულ, ბულგარულ, ესპანურ და სომხურ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.320; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.76

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვაჟა–ფშაველას მშობლიური სოფლის ჩარგლის სახალხო აკადემია, საპატიო წევრი
  • ვაჟა–ფშაველას საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • იყალთოს სახალხო აკადემია, საპატიო წევრი
  • საქართველოს მონადირეთა კავშირი, საპატიო წევრი
  • საქართველოს ფაზისის აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: