The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატო ნინუა

ტატო ნინუა
ოფიციალური სახელი:რატი ნინუა
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1977
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 2000  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის სპეციალობით 1999 წელს.

რატი ნინუამ ლექსების წერა და რუსული პოეზიის თარგმნა გიმნაზიაში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლისას თარგმნიდა ოსკარ უაილდის ზღაპრებს, ბაირონის, პუშკინის, ესენინის ლექსებს, თარგმნა იულიუშ სლოვაცკის ერთი სონეტი, ბუნინის მცირე მოთხრობები. მისი თარგმანები ხშირად იბეჭდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "ექო სახიერში", ორენოვან პოეტურ კრებულებში, "ლიტერატურულ საქართველოში". გამოცემულია მისი კრებულები: "ალუბლის იალქნები" (1994), "ნატალი" (2004), "სინდბად მეზღვაური" (2004), "ავფრინდებით მე და შენ" (2005).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 244

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: