შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატო ნინუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი თარგმანის სპეციალობით 1999 წელს. რატი ნინუამ ლექსების წერა და რუსული პოეზიის თარგმნა გიმნაზიაში დაიწყო. უნივერსიტეტში სწავლისას თარგმნიდა ოსკარ უაილდის ზღაპრებს, ბაირონის, პუშკინის, ესენინის ლექსებს, თარგმნა იულიუშ სლოვაცკის ერთი სონეტი, ბუნინის მცირე მოთხრობები. მისი თარგმანები ხშირად იბეჭდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "ექო სახიერში", ორენოვან პოეტურ კრებულებში, "ლიტერატურულ საქართველოში". გამოცემულია მისი კრებულები: "ალუბლის იალქნები" (1994), "ნატალი" (2004), "სინდბად მეზღვაური" (2004), "ავფრინდებით მე და შენ" (2005). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 244 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |