| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ედუარდ ცირამუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობით, მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1956 წელს. იყო მუშა, აღმრიცხველი, ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ცენტრალურ სტატისტიკურ სამმართველოში ფინანსებისა და ფასების სტატისტიკის განყოფილების უფროსი, ფინანსთა სამინისტროში რესპუბლიკის აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსი, ხე-ტყისა და ხის დამამუშავებელი სამინისტროს საფინანსო სამსახურის უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში საგეგმო-საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი. 1972 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტში, 1980 წლიდან მოწვეულ ლექტორად, 1991-1998 წლებში დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1998 წლიდან პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად 1990-2006 წლებში იყო ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 77-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 13 მონოგრაფიულილი და სასწავლო წიგნი, 19 ცალკეული სამეცნიერო ნაშრომი, 22 საჟურნალო სამეცნიერო სტატია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

