The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მთაწმინდელი

გიორგი მთაწმინდელი
სხვა სახელი:გიორგი ათონელი  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1009
გარდაცვ. თარიღი:1065  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ათონის ივერთა მონასტერი, აღმოსავლეთ საბერძნეთი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი. იგი დაიბადა თრიალეთში. ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, ხახულის მონასტერში, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში გადაიყვანეს. სამშობლოში დაბრუნებული ხახულის მონასტერში აღიკვეცა ბერად. 30 წლისამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და თავისი მოძღვრის შეგონებით, 1040 წელს, ათონზე მივიდა. საქართველოს მეფის ბაგრატ კურაპალატის დახმარებით, მან ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, ივირონის მთავარი ტაძარი. ამის შემდეგ მას გიორგი "მაშენებელსაც" უწოდებდნენ. თუმცა 1056 წელს წინამძღოლობას თავი დაანება, ანტიოქიაში დამკვიდრდა და მთლიანად  ლიტერატურულ  საქმიანობას მიეცა. 1057 წელს გიორგიმ ანტიოქიაში პატრიარქ თეოდოსის წინაშე დაიცვა ქართველთა საეკლესიო დამოუკიდებლობა. გიორგიმ დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას, როგორც  ათონზე, ისე საქართველოში. 1060 წელს ბაგრატ IV–ის მოწვევით იგი საქართველოში ჩამოვიდა და მეფეს შეეწია საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებაში, შეაკეთა ათონის მონასტერი, აღნუსხა ქართველ მოღვაწეთა საქმეები, შექმნა ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორია და აღწერა მონასტრის მაშენებელთა ცხოვრება, მაგრამ თანდათან დამოკიდებულება გიორგის მიმართ შეიცვალა "ორგულებაჲ დასწამეს", კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა. ცილისმწამებლებმა ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა "მამათა ჩვენთა მოგებული", სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე. სიკვდილის წინ გიორგიმ საქართველოდან ათონზე აღსაზრდელად და ათონის ქართველთა  ძმობის განსამტკიცებლად, წაიყვანა 80 ობოლი ბავშვი. მოტირალ ბავშვთა სამგლოვიარო პროცესიამ აასვენა მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან ათონზე. გიორგი ათონელის უმთავრესი ღვაწლი მაინც მისი ლირტერატურული საქმიანობით გამოიხატა. განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე  - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა–თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს. ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული" რედაქცია. გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. ცნობილია მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღისრისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. მისი ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდი;დარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა დიდი პოეტური კულტურის დადასტურებაა. ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, იოანე დამასკელისა და სხვათა თხზულებები. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა".  ეს არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი საზღვარგარეთული ცენტრის - მთაწმინდის ანუ ივერთა მონასტრის შექმნის, მესაძირკვლეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრული მატიანე. გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი (ხს. დღ. 10 ივლის, ძვ. სტ. 27 ივნისი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.29-30; geofilologia.wordpress.com

ბიბლიოგრაფია

  • ფსალმუნნი : დავით წინასწარმეტყველისა და მეფისა გალობა / თარგმნილი გიორგი მთაწმინდელის მიერ (მთარგმნელი). - თბილისი , საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 1997. - 312გვ.
  • ცხოვრებაი იოვანესი და ეფთვიმესი (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946. - 185გვ.

გააზიარე: