The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მთაწმინდელი

გიორგი მთაწმინდელი
Other name:გიორგი ათონელი  (Name in religion)
Date of birth:1009
Date of death:1065  (at 56 years)
Burial location:ათონის ივერთა მონასტერი, აღმოსავლეთ საბერძნეთი
Category:Translator, Writer, Religious leader

Biography

ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი. იგი დაიბადა თრიალეთში. ღვთისმოსავი ქრისტიანების ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეების იაკობისა და მარიამის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, ხახულის მონასტერში, შემდეგ კი კონსტანტინეპოლში გადაიყვანეს. სამშობლოში დაბრუნებული ხახულის მონასტერში აღიკვეცა ბერად. 30 წლისამ იერუსალიმის წმინდა ადგილები მოილოცა და თავისი მოძღვრის შეგონებით, 1040 წელს, ათონზე მივიდა. საქართველოს მეფის ბაგრატ კურაპალატის დახმარებით, მან ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის, ივირონის მთავარი ტაძარი. ამის შემდეგ მას გიორგი "მაშენებელსაც" უწოდებდნენ. თუმცა 1056 წელს წინამძღოლობას თავი დაანება, ანტიოქიაში დამკვიდრდა და მთლიანად  ლიტერატურულ  საქმიანობას მიეცა. 1057 წელს გიორგიმ ანტიოქიაში პატრიარქ თეოდოსის წინაშე დაიცვა ქართველთა საეკლესიო დამოუკიდებლობა. გიორგიმ დიდი ღვაწლი დასდო სამონასტრო და საეკლესიო ცხოვრების მოწესრიგებას, როგორც  ათონზე, ისე საქართველოში. 1060 წელს ბაგრატ IV–ის მოწვევით იგი საქართველოში ჩამოვიდა და მეფეს შეეწია საეკლესიო საქმეთა მოწესრიგებაში, შეაკეთა ათონის მონასტერი, აღნუსხა ქართველ მოღვაწეთა საქმეები, შექმნა ქართული სამონასტრო კოლონიის ისტორია და აღწერა მონასტრის მაშენებელთა ცხოვრება, მაგრამ თანდათან დამოკიდებულება გიორგის მიმართ შეიცვალა "ორგულებაჲ დასწამეს", კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა. ცილისმწამებლებმა ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა "მამათა ჩვენთა მოგებული", სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე. სიკვდილის წინ გიორგიმ საქართველოდან ათონზე აღსაზრდელად და ათონის ქართველთა  ძმობის განსამტკიცებლად, წაიყვანა 80 ობოლი ბავშვი. მოტირალ ბავშვთა სამგლოვიარო პროცესიამ აასვენა მისი ცხედარი კონსტანტინოპოლიდან ათონზე. გიორგი ათონელის უმთავრესი ღვაწლი მაინც მისი ლირტერატურული საქმიანობით გამოიხატა. განაგრძო ექვთიმე ათონელის საქმე  - ბიზანტიური მწერლობის ქართულად თარგმნა, თუმცა სტილი შეცვალა–თარგმანი ზუსტად შეესაბამებოდა დედანს. ნაყოფიერად იღვწოდა მშობლიური ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. "გიორგისეული" რედაქცია. გიორგი მთაწმინდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. ცნობილია მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღისრისა მის მოქალაქობისა მათისაჲ", რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. მისი ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდი;დარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა დიდი პოეტური კულტურის დადასტურებაა. ბერძნულიდან თარგმნა ბასილი დიდის, იოანე დამასკელისა და სხვათა თხზულებები. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით "ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა".  ეს არის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი საზღვარგარეთული ცენტრის - მთაწმინდის ანუ ივერთა მონასტრის შექმნის, მესაძირკვლეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის მხატვრული მატიანე. გიორგი მთაწმინდელის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი (ხს. დღ. 10 ივლის, ძვ. სტ. 27 ივნისი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.29-30; geofilologia.wordpress.com

Bibliography

  • ფსალმუნნი : დავით წინასწარმეტყველისა და მეფისა გალობა / თარგმნილი გიორგი მთაწმინდელის მიერ (Translator). - თბილისი , საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 1997. - 312გვ.
  • ცხოვრებაი იოვანესი და ეფთვიმესი (Author). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1946. - 185გვ.

Share: