| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ვიქტორ ნოზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. წირქვალი, იმერეთი. სწავლა დაიწყო საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში და განაგრძო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში. 1913 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და საწავლებლად წავიდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა, სოციალ-დემოკრატებმა ქუთაისში მიავლინეს პარტიული პრესის ხელმძღვანელად. 1919 წლის ბოლოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად უცხოეთში გააგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ჯერ ლონდონში იყო, შემდეგ ბერლინში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1929 წლიდან პარიზში დასახლდა. პარიზში მან ჟურნალისტური მოღვაწეობა წამოიწყო და ხელი მოჰკიდა დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის "კავკასიონის" გამოცემას. გარდაცვალებამდე იყო ამ ჟურნალის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი. ვიქტორ ნოზაძე სხვადასხვა დროს ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკასა და ესპანეთში, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და ლევილში დასახლდა ძმის, გიორგი ნოზაძის ოჯახთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა რუსთაველის პოემით და შექმნა რუსთველოლოგიური ნაშრომების სერია. ვიქტორ ნოზაძის შრომებს საბჭოთა ხელისუფლება არ აღიარებდა, მისი წიგნები საქართველოში არალეგალურად აღწევდა და ფოტოასლებით გამრავლებული ვრცელდებოდა. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

