Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უიარაღო![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ. აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რ-ნი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისში, 1893 წლიდან კიევის სასულიერო სემინარიაში, დაამთავრა 1894 წელს. პირველი მოთხრობა "მშვიდობით" 1895 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "მოამბეში". 1896 წელს მღვდლად ეკურთხა. 1906 წელს ეკლესიიდან განდევნეს. ამის შემდეგ მან ინტენსიური ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო და თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე", "დროება", "ჯეჯილი", "კვალი" და სხვ.). მისი პუბლიცისტური წერილები მიმართული იყო ცარიზმის წინააღმდეგ. პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უიარაღო იძულებული გახდა 1912 წელს გასცლოდა საქართველოს. 1912–1919 წლებში იგი სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიურ განყოფილებაზე. მას ეკუთვნის სამეცნიერო ნაშრომები, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი. უიარაღოს მნიშვნელოვანი თხზულება, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა, არის "მამელუკი" (1912). მოთხრობა საქართველოს ერთ-ერთ უმწვავეს სატკივარს - ყმების უცხოეთში გაყიდვას ეხება. მასვე ეკუთვნის რომანი "მაძიებელნი" (1902). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10. - თბ., 1986. - გვ. 116; buki.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |