The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უიარაღო

უიარაღო
Legal name:კონდრატე თათარაშვილი
Date of birth:21 September, 1872
Date of death:9 May, 1929  (at 56 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ახლანდელი ზუგდიდის რაიონი.

1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1894 წელს დაამთავრა კიევის სასულიერო სემინარია.

სემინარიის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელ აბასთუმანში, გახსნა სკოლა და აქვე დაიწყო მასწავლებლობა. ჟურნა-გაზეთებში გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილები, მოთხრობები: "მშვიდობით", "მე და ბიძაჩემი", "ჩაიზე", "უსიამოვნო შეხვედრა", "რეაქცია", "წესდება" და სხვა. შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში, გადავიდა ბელგიაში და დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტი გეოლოგიის სპეციალობით. 10 წლის შემდეგ დაბრუნდა თბილისში. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გეოლოგიის განყოფილებაში. მას საყურადღებო ნაშრომები აქვს გეოლოგიაში, სადაც ძირითადად კოლხეთის დაბლობის, ალაზნის ველისა და თრიალეთის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგიური საკითხებია შესწავლილი.  მის მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში აღსანიშნავია რომანი "მაძიებელნი". უიარაღოს შემოქმედებისა და ქართული მწერლობის მარგალიტია ისტორიული მოთხრობა "მამელუკი" (ნაწარმოების ეკრანიზაციას ეწოდა "მამლუქი", 1958წ.). გამოქვეყნებულია მისი თხზულებების სრული კრებული 2 ტომად. თავდაპირველად მწერალი დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. 1969 წელს მისი ნეშტი გადმოასვენეს დიდუბის პანთეონში. მწერალი, მეცნიერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.116; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.353; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Bibliography


Share: