Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჩახრუხაძე![]()
BiographyXII – XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, რომელსაც მიეწერება "თამარიანის" ავტორობა. მასზე ცნობებს გვაწვდის ჩანართი სტროფი თხზულების ბოლოში: "მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი". ჩახურხაძეს მიიჩნევენ "თამარიანის" ავტორად არჩილ II და ე. წ. აღორძინების ხანის სხვა მწერლები. ნ. მარის განმარტებით, ჩახრუხაძე წარმოშობით მესხი უნდა იყოს ("მაშა მეხელი" - მოხეტიალე მესხი), ზოგი მკვლევარი მას ხეობის მკვიდრად (მესხ მელექსედ) მიიჩნევს. კ. კეკელიძემ ყურადღება მიაქცია გელათის მონასტრის ხელნაწერის "დიდი სჯულის კანონის" (XIII საუკუნის I ათწლეული) ანდერძში მოხენებულ გადამწერს გრიგოლ ჩახრუხაჲსძეს, რომელსაც განზრახვა ჰქონია ბერად აღკვეცილიყო პალესტინაში, ქართველთა ჯვრის მონასტერში. ზოგი მკვლევარის აზრით, ხელნაწერის თარიღი, მეტყველების სტილი, ლექსიკა და სხვა გრიგოლ ჩახრუხაჲსძისა და "თამარიანის" ავტორის იდენტურობას გვაფიქრებინებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.91-92 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |