| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.
|
ირაკლი აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხონი. 1931 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების "ჩვენი თაობის" (1938-39) და "მნათობის" (1946-53) რედაქტორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1963-1985 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე; 1966-1992 წწ. - ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი. პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929 წლებში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. პირველი კრებულებია: "რამდენიმე ლექსი"(1932წ.), "ახალი ლექსები"(1938წ.), "ლექსები" (1941წ.). 1950-60-იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში, 1960 წელს მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციაში. ამ მოგზაურობების შედეგად შეიქმნა ლექსების წიგნი "რუსთაველის ნაკვალევზე". 1965 წელს ირაკლი აბაშიძემ დააფუძნა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და კომიტეტის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა. ი. აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: "მონადირის ღამეები", "ჰყვავის გურია", "ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე", "მონოლოგი აჩრდილებთან", "ქარები რიონის ხეობაში", საბავშვო ლექსები და პოემები ("რას გადაურჩა თბილისი", 1955 წ.) და სხვა. ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი. აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ. ბუდენზიგმა. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

