The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Authors
HomeCategories  
Search
Author Name:

This unique reference book contains Georgian author biographies living in Georgia and outside the country.


აკაკი ბელიაშვილი

აკაკი ბელიაშვილი
Date of birth:24 April, 1903
Date of death:14 February, 1961  (at 57 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფ. ქორეთი, ახლანდელი საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. გიმნაზიაში სწავლის დროს ბელიაშვილი ხელნაწერ ჟურნალებში აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს, მინიატურებსა და პიესებს. 30-იანი წლებიდან ხელი აიღო ფორმალისტურ ძიებებზე. თავის ნაწარმოებებში (მოთხრობათა კრებულები: 1933, 1935, 1937) ბელიაშვილი ქართველი ხალხის ყოფასა და შრომას წარმოსახავს; სატირულ-იუმორისტულ მოთხრობებში "მეზობლები" (1935), "უცნობი" (1936), "ქსენოფონტეს გასაჭირი" (1936),"იუსტინეს ხაფანგი" (1938), "მამონას ცდუნება" (1940) და სხვა, მწერალი ამხელს წარსულის გადმონაშთებს, დასცინის მავნე ჩვევებს, მომხვეჭელობასა და მეშჩანობას. ბელიაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია სამტომიანი ისტორიული რომანი "თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა" (1945-1948), რომლშიც გამოჩენილი პოეტის მხატვრულ ბიოგრაფიასთან ერთად წარმოდგენილია XVIII საუკუნის საქართველოს საზოგადო-პოლიტიკური ცხოვრება. რომანში ასახულია რთული და ტრაგიკული სამყაროს ეპოქა, როცა მაჰმადიანური სამყაროს მოძალეობის გამო ერეკლე II იძულებული გახდა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა ეძია. რომანში "ოქროს ჩარდახი" (წგნ. I, 1952) კვლავ ბესიკის თავგადასავალია გადმოცემული, ოღონდ ახლა უკვე დასავლეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენათა ფონზე. დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის პატრიოტულ სულისკვეთებას და ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემებს ეძღვნება რომანი "უღელტეხილი" (1956). რომანში "ვეფხია ხალიბაური" (ნაწ. 1-2, 1959-1960) ბელიაშვილი ასახავს ქართველ მეტალურგების შრომასა და ყოფას. ჩვენი თანამედროვეობა, ახალგაზრდობის შრომითი საქმიანობა დაედო საფუძვლად რომანს "შვიდკაცა" (1960), რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. ბელიაშვილი კინოდრამატურგიც იყო, მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: "ცანის ხეობის საუნჯე" (1941), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (1954) და სხვა. მას ეკუთვნის პუბლიცისტური და ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები.

Member of Organizations

  • "ფუტურისტ-ლეფელების" ლიტერატურული დაჯგუფება, წევრი

Awards and Honors

  • 2 ორდენი

Bibliography


Share: