The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბაძაღუა

თამაზ ბაძაღუა
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1959
გარდაცვ. თარიღი:5 ნოემბერი, 1987  (28 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მარტვილის რ-ნი, სოფ. ნახუნაო.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი 1980 წელს.

1980 წელს დაიწყო მუშაობა მხატვრული თარგმანის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. 1982 წელს გამოსცა პირველი წიგნი, "მესამე ზარი". ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ისწავლა იტალიური ენა და თარგმნიდა  ცნობილი იტალიელი პოეტების ნაწარმოებს. 1985 წელს გამომცემლობა "განათლებამ" დასტამბა მის მიერ თარგმნილი ჯაკომო ლეოპარდის ლექსები. თარგმნა პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსები. მუშაობდა დრამატურგიაშიც.  იყო ახალგაზრდა დრამატურგთა ბიჭინთვის სემინარის უცვლელი წევრი. მისი პიესები იდგმებოდა რუსთავის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის, ერთი მსახიობის თეატრებში. მისი პირველი პიესა გახლდათ  "იფიგენია", ხოლო ბოლო, "ღამე და თუთიყუში". 2001 წელს ერთი მსახიობის თეატრში დაიდგა მისი პიესა, "ღამე და თუთიყუში". თამაზ ბაძაღუას პიესები: "რექვიემი ვერცხლის ქორწილისათვის", "ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო", "ძველი როიალი" წარმატებით იდგმებოდა თეატრების სცენაზე. პროზაშიც სცადა ბედი. 1982 წელს, "ცისკრის  ბიბლიოთეკის"  N3-4 ნომერში გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "დღე".   

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.53-54; burusi.wordpress.compoetry.gearmuri.georgianforum.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: