Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იესე ტლაშაძე![]()
BiographyXVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. ეკუთვნის პოემა "ბაქარიანი" ("კათალიკოზ-ბაქარიანი", დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ისტორია, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა. როგორც ჩანს, იგი ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლია სტამბოლში. იესე ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. "ბაქარიანზე" ზემოქმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის "დიდმოურავიანსაც". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.297 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |