შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იონა მეუნარგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის რაიონი. ქუთაისის სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1874 წელს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო გარიცხეს სემინარიიდან. იმავე წელს ი. მეუნარგიამ სწავლის გასაგრძლებლად ევროპას მიაშურა. იგი ორი წლის განმავლობაში ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1877 წელს იგი ცოდნის გასაღრმავებლად პარიზში გადავიდა. 1878 წლის მიწურულს იონა მეუნარგია საშობლოში დაბრუნდა და ჩაება საზოგადოებრივი და ლიტერატურული ცხოვრების საერთო ფერხულში. იგი დაუღალავად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალ–გაზეთებში. ენერგიულად იღწვოდა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში. იონა მეუნარგია – ერისა და პიროვნების თავისუფლებისათვის მებრძოლი, თავადაც თვისუფალი ადამიანის ცოცხალ მაგალითად რჩებოდა. იგი ყოველთვის არჩევით თანამდებობებზე მუშაობდა. 1891–1894 და 1907–1913 წლებში იონა არჩეულ იქნა ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ. 1898–1907 წლებში მომრიგებელ შუამავლად მოღვაწეობდა ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.6.-თბ., 1983.-გვ.621; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.72 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |