The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ ნონეშვილი

იოსებ ნონეშვილი
Date of birth:6 April, 1918
Date of death:18 October, 1980  (at 62 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-1945 წწ. იბრძოდა ავკასიის ფრონტზე; 1947-1950 წწ. იყო ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორის მოადგილე; 1952-1963 წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "დილას", ხოლო 1963-1966 წწ. იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1938 წელს. ჟურნალ "ჩვენს თაობაში"; 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: "საუბარი ნაძვებთან", "ფრთხილად იყავი", "შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა" და სხვა. ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: "ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია", "შემოდგომა თბილისში", "ელადის ყვავილები" და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. პოეტის ბევრი ლექსი სიმღერად გავრცელდა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.469; მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.293

Member of Organizations

  • მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკის კომიტეტი, თავმჯდომარე (1973-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, მდივანი (1966-1980)

Awards and Honors

  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია , წლის საუკეთესო ნაწარმოებისათვის

Bibliography


Share: