Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყელქცეული, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით 1942 წელს. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან- ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949-1971წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971-1980წწ. - უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ "ჩვენ თაობაში". მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი "ჩემი სოფლის ეტიუდები", რომანის ციკლი "მატიანე ქართლისა", დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მოთხრობათა პირველი კრებული "ხელეური"-1947წ. წლების მანძილზე აქვეყნებდა ქართული სოფლის ამსახველ, ლირიზმით შეფერილ მცირეფორმიან თხზულებებს საერთო სათაურით -"ჩემი სოფლის ეტიუდებიდან". მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.61 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |