The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ალხაზიშვილი

ილია ალხაზიშვილი
სხვა სახელი:ი. ა - სი  (ფსევდონიმი)
ი. ალხ.  (ფსევდონიმი)
ილიკო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1853
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1921  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, (ვერის ბაღი) თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზიარი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1891 წელს.

1892-1918წწ. მუშაობდა პროვიზორად საკუთარ აფთიაქში ქ. ახალქალაქში; ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას:  გახსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები და სკოლები; დააარსა ქართული გიმნაზია ახალქალაქში; იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჯავახეთის რწმუნებული; იბეჭდებოდა მისი თხზულებანი ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1875 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 300- ზე მეტი სტატია. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა: "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ჭოროხი, რიონი" (1912–1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები" (1913), "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია" (1915), "ბუნების ლექსიკონი" (1916). საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული საბუნებისმეტყველო-სამედიცინო ტერმინოლოგიის დამუშავება-დამკვიდრებაში. აღსანიშნავია მისი სამედიცინო მეცნიერული შრომები: "დიფტერიტი", "ჰიგიენა", "სწავლა სამკურნალო საშუალებათა", "ფარმაცევტული ტერმინები ქართულ ენაზედ", "სამკურნალო მცენარენი" და სხვა. ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი, პროვიზორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.- თბ.- გვ.346; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.128; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.700-701

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: