| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ალხაზიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზიარი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1891 წელს. 1892-1918წწ. მუშაობდა პროვიზორად საკუთარ აფთიაქში ქ. ახალქალაქში; ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას: გახსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოები და სკოლები; დააარსა ქართული გიმნაზია ახალქალაქში; იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჯავახეთის რწმუნებული; იბეჭდებოდა მისი თხზულებანი ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1875 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 300- ზე მეტი სტატია. ავტორია ეთნოგრაფიული-ფოლკლორული, ისტორიული და სამედიცინო ნაშრომებისა: "ბუნება და ცხოვრება" (1897), "მტკვარი, ჭოროხი, რიონი" (1912–1914), "სამკურნალო მცენარენი საქართველოში" (1899), "ვარძიის მონასტერი" და სხვა. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებაში: "საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები" (1913), "ქართული ენა და სამეცნიერო ტერმინოლოგია" (1915), "ბუნების ლექსიკონი" (1916). საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული საბუნებისმეტყველო-სამედიცინო ტერმინოლოგიის დამუშავება-დამკვიდრებაში. აღსანიშნავია მისი სამედიცინო მეცნიერული შრომები: "დიფტერიტი", "ჰიგიენა", "სწავლა სამკურნალო საშუალებათა", "ფარმაცევტული ტერმინები ქართულ ენაზედ", "სამკურნალო მცენარენი" და სხვა. ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი, პროვიზორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1.- თბ.- გვ.346; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.128; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.700-701 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

