შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამბაკო ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაჯი, ამბროლაურის რაიონი. 1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ივერიის" რედაქციაში. 1923-1929წწ. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში. 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას. ა. ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: "სპარსელი ლირიკოსები" (1935), "ირანელი ლირიკოსები" (1936), "მოლა ნასრედინის ანეკდოტები" (1940), ომარ ხაიამის "რობაიათი: (1946). თარგმნა პოემები "ლეილი და მაჯნუნი", "ხოსროვი და შირინი" (1964), "საიდუმლოებათა სალარო"; საადის "გოლესთანი" (1948), "ბუსთანი" (1955). ავტორია წიგნებისა "ფერეიდნელი ქართველები" (1935) და "ექვსი წელი სპარსეთში" (1964). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.384; radiotavisupleba.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |