Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფარნა-ბექა ჭილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. უნიე, თურქეთი. წლების განმავლობაში ენციკლოპედიურ გამოცემებში მუშაობდა. თარგმნილი აქვს ლექსები, ნოველები და ისტორიული თხზულებები. 2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალ "ფიროსმანის" მთავარი რედაქტორი იყო. 2004 წელს გამოიცა მისი პოეტური კრებული "აპრილის ლექსები", მოთხრობების კრებული "დამტოვე შორს" და კრებული "უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს", რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. ფარნა-ბექა ჩილაშვილი, როგორც მწერალი, ქართველმა საზოგადოებამ 2006 წელს გაიცნო, როცა გამოიცა მისი კრებული "სასაზღვრო პოეზია", სადაც თურქულიდან თარგმნილ მოთხრობებთან ერთად, ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსებიც შედიოდა. იგი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა "ქართველების ისტორია" (1993). 2007 წელს სტამბოლში გამოიცა მისი მოთხრობების ახალი კრებული "უჩინმაჩინი". განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო პერიოდში ქართულად დაწერილი ლექსები. თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავალი ქართველი მწერალია, რომელიც ამჟამად სტამბულში ცხოვრობს და, მწერლობასთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |