Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია ბიწაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს. 1940-1948წწ. მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის უნივერსიტეტში, 1948-1959წწ. წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959-1971წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტში და ნოვოროსიბირსკის უნივერსიტეტში. 1971 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მათემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ა. ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტში. არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. გვ. 444; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977.-გვ. 422 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |