შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანგია ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1925 წელს. იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1942-1955წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955-1957წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, 1960-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის "მოამბე", ხოლო 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის "მაცნე" ფსიქოლოგიის სერია მთავარი რედაქტორი. 1960-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962-1967წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. ა. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფერო ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემებია, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგიაა. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, - "ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში". იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.475 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |