შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბონდო არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით 1956 წელს. ლიტერატურათმცოდნე, არმენისტი, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. ბ. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია: "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1967), "ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1969), "ოვანეს თუმანიანი და საქართველო" (1969), "მეგობრობის ნათელი ფურცლები" (1976), "ეღიშე ჩარენცი და საქართველო" (1977), "იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო", "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში" (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), "ვაჰან ტერიანი" (1985), "ძმობის ჩუქურთმა", "საიათნოვა" (1988) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1980). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 194 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |