The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ თაყნიაშვილი

გურამ თაყნიაშვილი
Date of birth:1 April, 1938
Date of death:21 March, 2020  (at 81 years)
Category:Librarian, Scientist, Educator, Humanitarian

Biography

დაბადების ადგილი:  სოფელი მამულო, დმანისის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1966 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად; 1975-1982წწ. იყო ამავე ბიბლიოთეკის დირექტორი; 1982-2020წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსად; 1970-იანი წლებიდან იგი მონაწილეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებდა თეზისებსა და სტატიებს საბიბლიოთეკო საქმიანობის აქტუალურ საკითხებზე; ლექტორად მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1995-1996წწ. მონაწილეობდა საბიბლიოთეკო საქმის იურიდიული საფუძვლების შემუშავებაში; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მას ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" გამოცემის საქმეში; წერდა ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს 180-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

Bibliography


Share: