Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ხუტა ბერულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს კი მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, 1967-1979წწ. გამომცემლობა "განათლების" დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა "საბავშვო პოეზიის ანთოლოგია", "საბავშვო ენციკლოპედია", კრებული "იზარდე მწვანე ჯეჯილო" და სხვ. ხ. ბერულავა ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, მისი პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პოეტის სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები. იგი საბავშვო ლექსებსაც წერდა და თარგმნიდა რუსი და სხვა ეროვნების პოეტების ნაწარმოებსაც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. -გვ. 334; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.94 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |