The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კუკური გოგიაშვილი

კუკური გოგიაშვილი
Date of birth:15 October, 1912
Date of death:24 June, 1984  (at 71 years)
Category:Writer, Poet, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში 1928-1930წწ.

1928-1930წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზეთ "მუშასა" და ჟურნალ "ნიანგში"; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნალ "დილაში"; მისი პირველი ლექსი "შოთას", გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი "თინიკოს მამალი" -  1940 წელს გამოქვეყნდა. კ. გოგიაშვილს ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: "აბლი-ბაბლი"(1961), "ვინ დაღუპა აფრასიონი"(1964) და სხვა. თოჯინების თეატრისათვის დაწერილ მის პიესებს დღესაც ნორჩი თაობის ულევი მაყურებელი ჰყავს.

წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/102470

Member of Organizations

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასი, წევრი
  • ჯგუფი "ცისფერყანწელები", წევრი

Awards and Honors

  • 1973 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: