Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1910 წელს. 1911 წელს მოაწყო ექსპედიცია სვანეთში ჩიყვის შესასწავლად და, ამ მასალაზე დაყრდნობით, 1914 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. 1914-1918წწ. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1919 წელს დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. 1919 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე დააარსა (და ხელმძღვანელობდა) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრა. 1927-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, 1937-1941წწ. - თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი და, ერთდროულად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, ბრმანაწლავს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და ა. შ. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები სამედიცინო ქირურგიის სხვადასხვა სფეროში. ქირურგი, საქართველოში კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი (1919). წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.260-261; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.604 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |