Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ იამანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1975-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საორგანიზაციო განყოფილების სწავლული მდივანი; 1980-1988წწ. საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების და უმაღლესი სასწავლებლების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1988-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე; 1982-2006წწ. სამთო-მექანიკის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სექტორი და იყო მისი ხელმძღვანელი. არის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრუნვა-დარტყმითი საბურღი დანადგარების ვიბროდაცვის საკითხების კვლევა'', დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სანგრევი ინსტრუმენტისა და ქანის ურთიერთმოქმედების პროცესების ოპტიმიზაცია", დაიცვა 1996 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.163 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |