Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავლიპ ზურაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1931წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში, 1931-1938წწ. ლენინგრადში, ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში. ამავე დროს მუშაობდა აკადემიკოს ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938-1950წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1938 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ა. ზურაბაშვილი საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ., 1979.-გვ.544 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |