შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავლიპ ზურაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1927-1931წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კლინიკაში, 1931-1938წწ. ლენინგრადში, ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის კლინიკაში. ამავე დროს მუშაობდა აკადემიკოს ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში, აკადემიკოს ი. პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტსა და ექსპერიმენტული მედიცინის საკავშირო ინსტიტუტში. 1938-1950წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, 1938-1964წწ. თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის გამგე. 1938 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ა. ზურაბაშვილი საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კლინიკური ფსიქიატრიისა და ნეირომორფოლოგიის საკითხებს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ., 1979.-გვ.544 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |