Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე დიდებულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს. 1967-1968წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი; 1968-1974წწ. - სოფლის მეურნეობის მექანიზაციის და ელექტროფიკაციის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1978წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი; 1978-1989წწ. - დოცენტი; 1989-2005წწ. - კათედრის გამგე, პროფესორი, სრული პროფესორი; 2001–2004წწ. - უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში; 2004-2008წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, კოორდინაციას უწევდა 6 ახალი კანონის მიღებას; 2006-2013წწ. - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2013 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის აღმასრულებელი მდივანი. ავტორია 270-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, 10 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, 16 ქვეყნის 42 პატენტისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიხშირითმართვადი ასინქრონული ელექტრომძრავი ს/ს აგრეგატებისთვის", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სპეციალური ელექტოფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური სისტემები სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.154; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.122 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |