Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ზუმბურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქლუხორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაქულტეტი, ელექტროინჟინრის კვალიფიკაციით 1967 წელს; 1977-1978წწ. - ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯის სტაჟიორი.
1968-1970წწ. - საქართველოს ტელე-რადიოცენტრის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი; 1970-1976წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალარხიანი-ელექტრიკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტი; 1976-1993წწ. - ამავე კათედრის უფრისი მასწავლებელი, დოცენტი; 1993 წლიდან კათედრის პროფესორი, სრული პროფესორი; 1990-1994წწ. - კავშირგაბმულობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1994-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007წწ. - რექტორის მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი; 2009 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი; 1994-2007წწ. - საეთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი; 1996-2001წწ. - ევროპის საბჭოს პროგრამა ტემპუსი-ტასისის" პროექტების კოორდინატორი; 1999-2003წწ. - ევროპის საბჭოს აკადემიური ექსპერტი უმაღლესი განათლების სფეროში, საფრანგეთი ქ. სტრასბურგი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. გამოქვეყნებულია აქვს 85 სამეცნიერო შრომა, სამი სახელმძღვანელო, ორი მონოგრაფია (ინგლისურ და რუსულ ენაზე); არის ორი გამოგონების ავტორი. კავშირგაბმულობის პროცესების ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996).
სადოქტორო დისერტაციის თემა -"სატელევიზიო გამოსახულების ეფექტური ვექტორული კვანტირება" დაიცვა 1993 წელს.
წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.192; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |