შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დიდებულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა რიგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი 1911 წელს. სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა სტუდენტობის დროს დაიწყო. ეწეოდა ფართო საინჟინრო-პრაქტიკულ მუშაობას. 1912-1913წწ. დაამუშავა თერმოელემენტის ახალი ტიპი, რაზედაც საავტორო მოწმობა მიიღო. 1915 წელს გაიწვიეს მოქმედ არიმიაში. დაინიშნა ოდესის რაიონის ჭურვების დამამზადებელი სამმართველოს ტექნიკური ნაწილის გამგედ. 1917 წელს იყო ოდესის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც 1918 წელს თეორიული ელექტოტექნიკის კათედრის პროფესორად აირჩიეს. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის გამგედ აირჩიეს, სადაც იგი 1933 წლამდე მუშაობდა. 1923-1924წწ. იყო თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი. 1932-1938წწ. ხელმძღვანელობდა ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების კათედრას ამიერკავკასიის ელექტორკავშირგაბმულობის საინჟინრო ინსტიტუტში. 1936-1946წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. თავისი მეცნიერული მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი მიუძღნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის და მათი ეფექტური ამაღლების საკითხებს. დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოში ენერგეტიკის განვითრებას, იკვლევდა მეცნიერულ ფოტოგრაფიას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3 .-თბ.,1979.-გვ.508; georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |