Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი დურმიშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1931 წელს. 1935-1960წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე. 1943-1954წწ. იყო საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1954-1955წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 1971 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და ამავე წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. მუშაობდა მეორეულ და უცხო ნაერთთა ბიოქიმიის დარგში. ბიოქიმიკოსი, მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1952). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.656; cyc.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |