The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ერისთავი

კონსტანტინე ერისთავი
Date of birth:3 February, 1889
Date of death:12 March, 1975  (at 86 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალომინაო, ვანის რაიონი.

დაამთავრა იურიევის (ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

პირველი მსოფლიო ომის დროს ის იბრძოდა მოქმედ არმიაში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1941 წლამდე ის ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი სამედიცინო ინსტიტუტში განაგებდა ზოგადი ქირურგიის, 1941–1950წწ. საფაკულტეტო ქირურგიის, ხოლო 1949–1960წწ. ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრებს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს უფროსი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისხლის გადასხმის ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიისა და მედიცინის განყოფილებას. კ. ერისთავმა დანერგა საქართველოში გულის, სისხლძარღვების, ფილტვების, საყლაპავი მილის, თავის ტვინისა და სხვა ოპერაციები. დიდი წვლილი მიუძღვის ტრავმატოლოგიისა და ონკოლოგიის განვითარების საქმეში.  

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.135

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1950-)
  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, საპატიო თავმჯდომარე
  • ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: