The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა კიკნაძე

ვაჟა კიკნაძე
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1952  (72 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-2006წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი: ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1990-2006წწ. – გორის ეკონომიკური ინსტიტუტის პროფესორი; 2006-2012წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2006-2011წწ. – სსიპ ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011-2018წწ. – სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2018 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის ავტორი მონოგრაფიებისა: "საქართველო XIV საუკუნეში" (1989); "ალექსანდრე ამილახვარი – ბრძენი აღმოსავლეთისა" (1997); "ცხოვრება და ღვაწლი ეპისკოპოს პეტრე კონჭოშვილისა" (2003), ასევე არის ავტორი სტატიისა "ლათინური წყარო XIV ს. საქართველოს ისტორიის შესახებ" (1983). მიღებული აქვს გამომცემლობა "ლომისი"-ს პრემია (1998). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა XIV საუკუნის I ნახევარში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ეროვნული და საკაცობრიო პრობლემატიკა მე–19 საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწეების შეოქმედებაში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.417; ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: institutehist.ucoz.net საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სათათბირო ორგანოს საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - გამომცემლობა "ლომისი"-ს პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: