The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ კორახაშვილი

ავთანდილ კორახაშვილი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 1973 წელს.

1973–1976წწ. იყო მცხეთის საბაზისო სანერგის უბნის უფროსი; 1976–1979წწ. საქართველოს ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; 1989–2007წწ. აგრაგული უნივერსიტეტის კათედრის გამგე; 2001–2006წწ. უფროსი ანალიტიკოსი USAID-ის პროექტებში. 2002-2005წწ. კომპანია BP–ს ექსპერტი; 2005-2006წწ. საქართველოს ს/კ დაწესებულებების საატესტაციო დარგობრივი კომისიის თავმჯდომარე; 2005-2008წწ. საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის კონსულტანტი; 1990-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და აგრობიზნესის აშშ–საქართველოს ინსტიტუტის პროფესორი. არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 მეთოდური მითითების, 9 ახალი მცენარის ჯიშის, 2 პატენტის, 2 მონოგრაფიის, 9 სახელმძღვანელოს, საქართველოს 4 ადაპტირებული კანონისა და სოფლის მეურნეობის განვითარების 3 ეროვნული სტრატეგიის ავტორი და თანაავტორი; საკვებწარმოების ინგლისურ ინგლისურ–რუსულ–ქართული გლოსარიუმის, ექვსენოვანი აგრარული ლექსიკონის, კომპიუტერული პროგრამისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორი. მიღებული აქვს კვების მრეწველობის წარჩინებულის ვერცხლის მედალი (1979), UNESCO-ს კონფუცის ოქროს მედალი (1995), მალაიზიის HACCP–ის ოქროს მედალი (2005).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 171-172

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის გენეტიკური რესურსების საკვები და პარკოსანი კულტურების (ECP/GR) ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის საინფორმაციო ტექნოლოგიების ფედერაციის (EFITA) ასოციაცია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია CGIAR–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია DAI–ის სამეცნიერო საბჟო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია GTS–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია IFAD–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია IPGRI–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია TACIS–ის სამეცნიერო საბჟო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია TACIS–ის სამეცნიერო საბჟო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საერთაშორისო ორგანიზაცია WB–ის სამეცნიერო საბჭო, წევრი, ექსპერტი, მრჩეველი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი (2001-2004)
  • სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე (2008-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2019 - ლ. დეკაპრელევიჩის სახელობითი პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: