Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კიაზო ფიცხელაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1957წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957-1960წწ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ- თანამშრომელი; 1960-1968წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-2000წწ. განყოფილების გამგე; 2006 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2009 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ემერიტუსი; 2008 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კონსულტანტი. 1960 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი; 1972 წლიდან ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი; მეცნიერული ინტერესების სფერო: კავკასიის არქეოლოგია, ბრინჯაოს ხანის კულტურათა გენეზისი, ქრონოლოგია, პერიოდიზაცია, საქართველოში სახელმწიფოებრიობის სათავეების კვლევა არქეოლოგიური მასალების მიხედვით. არის 170–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |