Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამილა ღვინიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი; სწავლობდა სულხან-საბას უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში. 1975 წლიდან არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი; 1988–2005წწ. იყო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორი. 2002 წლიდან არის ტელე–რადიო კომპანია "რიონის" მფლობელი და გენერალური დირექტორი. იყო ავტორი გადაცემებისა: "ავტოგრაფი"(2002–2006), "საუბრები ლიტერატურაზე"(2007–2009), "ავაღორძინოთ ქართული სულიერება"(2009-2011). უძღვება საზოგადოებრივ პროგრამას "საუბრები მამაპაპურ ბუხართან"; 2010-2011წწ. თურქეთში მცხოვრებ ქართველებზე შექმნა ათი დოკუმენტური ფილმი; არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოების: "მეტყველების კულტურა"(1999), "დაწყებით სკოლაში ქართული ლიტერატურის სწავლების თეორიული კურსის" (2018) ავტორი; ავტორია დოკუმენტური ფილმისა სვანეთზე "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ." აკადემიური დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "დავით კლდიაშვილის ცხოვრება და შემოქმედება სკოლაში", დაიცვა 1981 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |