Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა ნიკოლაიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის ფაკულტეტი 1981 წელს; იურიდიულ–ფსიქოლოგიური ინსტიტუტი 1999 წელს. 1981-1992წწ. იყო მცხეთის ხელოვნებისა და ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალის ექსკურსიამძღოლი, მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, სამეცნიერო განყოფილების გამგე; 1983-1985წწ. ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის ბრალდებით იყო პოლიტპატიმარი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1992 წელს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების ექსპერტ–კონსულტანტი; 2000-2004წწ. თბილისის იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2003-2019წწ. ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. არის ავტორი წიგნებისა: "ადამიანის უფლებები საქართველოში" (1998), "როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები" (1999), "საქართველოს ციხეები" (2001), "შევაჩეროთ წამება", "პოლიცია და საზოგადოება" (2003), "ადამიანის უფლებები საქართველოში 2005-2006", "ფასადური დემოკრატია საქართველოში" (2008), "დემოკრატიის შუქურა (მითი და რეალობა)" (2009). ადვოკატი. წყარო: საქართველოს პარელამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 276; ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი: gba.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |