The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ ლომინაძე

ჯუმბერ ლომინაძე
Date of birth:20 September, 1930
Date of death:20 January, 2014  (at 83 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 

1956-1958 წწ. მუშაობდა სსრკ ბირთვული იარაღის დამუშავების ცენტრში - "ჩელიაბინსკი-70" (ახლანდელი სნეჟინსკი) ინჟინრად, 1958-1962 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1962-1973 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პლაზმური პროცესების მათემატიკური მოდელირების განყოფილების ხელმძღვანელად; 1974-1982 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივნის მოადგილედ, 1982 წლიდან  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს მდივანად; 1979-1992 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ევ. ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992–2000 წწ. აბასთუმნის ნაციონალური ასტროფიზიკის ობსერვატორიის დირექტორი; 1997–2003 წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; 2003–2006 წწ. საქართველოს კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელი; 2006 წლიდან საქართველოს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. 1960-2005 წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 250 ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1964), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 6.-თბ.,1983.- გვ.286; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.137; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.261

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-2014)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1979-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''დინამიკური პროცესები წანაცვლებით დინებებში და მათი გამოვლინება ასტროფიზიკურ ობიექტებში''.
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: