The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როინ აბუსელიძე

როინ აბუსელიძე
Date of birth:25 July, 1988  (35 years)
Category:Poet

Biography

დაბადები ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წელს, სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით.

ლექსების წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. მისი ლექსები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში: "ჭოროხი", "კვირის პალიტრა"; გამოცემული აქვს ერთი კრებული "ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა" (2010 წ). ამავე წელს გამოიცა რ. აბუსელიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული "ა ბ გ დ". 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული "მეცხრე ტალღა", რომელშიც როინისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა. მისი ლექსები 2010 წლიდან იბეჭდება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. 2014-2018 წლებში მისი ლექსები ითარგმნა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სომხურ, არაბულ და რუსულ ენებზე. არის ლიტერატურული კონკურსის - "ლექსების გამოფენა" გამარჯვებული (2010), თბილისის მერიის კონკურსის ორგზის ლაურეატი (2016); მიღებული აქვს პრემია ზურაბ გორგილაძის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის, ერუსალიმის პატრიარქის საპატიო ორდენი. არის "აჭარის მწერალთა სახლის" ლიტერატურული ღონისძიებების ორგანიზატორი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.7; poetry.ge

Awards and Honors

  • 2017 - წინანდლის პრემია
  • 2015 - ფრიდონ ხალვაშის სახელობის პრემია
  • 2013 - ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია
  • 2010 - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პრემია

Bibliography

  • მეცხრე ტალღა : ახალგაზრდა პოეტების ლექსები (Co-Author). - თბილისი, შპს გამ-ბა "ლამპარი-99", 2011. - 195გვ.. - ISBN: 978-9941-9205-5-4
  • ახალგაზრდა პოეტები : ასი ლექსი (Co-Author). - თბილისი, ინტელექტი, 2010. - 172გვ.. - ISBN: 978-9941-420-09-2

Share: