Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ბაქრაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ მოსკოვის სასულიერო აკადემია 1850 წელს. 1852-1853წწ. მუშაობდა გორის სამაზრო სკოლაში; ამავე პერიოდში აქვეყნებდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდულ პრესაში; 1858-1861წწ. მსახურობდა ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში; 1861 წლიდან თანამშრომლობდა კავკასიის არქეოგრაფიულ კომისიაში. 1889 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სიძველეთა თავმოყრისა და დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნევანესი კერა რევოლუციამდელ საქართველოში - თბილისის საეკლესიო მუზეუმი. სამეცნიერო მიზნით იმოგზაურა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში, მოგზაურობის შედეგი იყო ნაშრომები: "არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში" (1878), "შენიშვნა ბათუმის ოლქის შესახებ", "ყარსის ოლქის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი". მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" (ნაწ. 1. 1862), ვახუშტის "საქართველოს ისტორია" (1885), ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის რუსული თარგმანი (1887); ლექსიკონის სახით შეადგინა "კავკასია ქრისტიანობის უძველეს ძეგლებში" (1875, რუსულ ენაზე); 1889 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ისტორია საქართველოსი" (უძველესი დროიდან X საუკუნის დასასრულამდე). წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.71; განმანათლებლობა საქართველოში იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |