შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი რიონი. დაამთავრა პეტერბურგის უნუვერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1867 წელს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა არალეგალური წრეების საქმიანობაში; იყო ქართველ სტუდენტთა ფარული წრის ხელმძღვანელი; 1867 წელს დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა სახელმწიფო ქონებათა გამგებლობის მდივნად; 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ "დროებას"; აშუქებდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს; იყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის აქტიური მონაწილე; მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს; ვრცელი წერილი მიუძღვნა ხალხურ "არსენას ლექსს"(1872); მიმოიხილა გ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ფურცელაძის, გ. ვოლსკის და გ. სუნდუკიანის შემოქმედების ცალკეული საკითხები; თარგმნა ვ. ჰიუგოს, ა. დოდეს და სხვათა ნაწარმოებები; შემოკლებით თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს ახლად გამოსული რომანი "93 წელი" და მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებდა "დროებაში"; 1873-1874წწ. იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები; დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |