The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგეი მესხი

სერგეი მესხი
Date of birth:24 October, 1845
Date of death:2 August, 1883  (at 37 years)
Burial location:სოფელი რიონი, წყალტუბოს რაიონი
Category:Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: წყალტუბოს რაიონი, სოფელი რიონი.

დაამთავრა პეტერბურგის უნუვერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1867 წელს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა არალეგალური წრეების საქმიანობაში; იყო ქართველ სტუდენტთა ფარული წრის ხელმძღვანელი; 1867 წელს დაბრუნდა ქუთაისში და მუშაობდა სახელმწიფო ქონებათა გამგებლობის მდივნად; 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ "დროებას"; აშუქებდა საქართველოსა და სხვა ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს; იყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის აქტიური მონაწილე; მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს; ვრცელი წერილი მიუძღვნა ხალხურ "არსენას ლექსს"(1872); მიმოიხილა გ. ერისთავის, რ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ფურცელაძის, გ. ვოლსკის და გ. სუნდუკიანის შემოქმედების ცალკეული საკითხები; თარგმნა ვ. ჰიუგოს, ა. დოდეს და სხვათა ნაწარმოებები; შემოკლებით თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს ახლად გამოსული რომანი "93 წელი" და მას ნაწილ-ნაწილ აქვეყნებდა "დროებაში"; 1873-1874წწ. იმყოფებოდა პარიზში, სადაც შეადგინა გამოჩენილი პიროვნებების: ვაშინგტონის, ლივინგსტონის, გარიბალდის, ოუენის და სხვათა ბიოგრაფიები; დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

Member of Organizations

  • "ახალი ახალგაზრდობის" ლიტერატურული ჯგუფი, წევრი

Bibliography


Share: