| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯონი ხეცურიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლაილაში, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული (1973) და ეკონომიკის (1988) ფაკულტეტები. 1976–1979წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1980–1985წწ. მუშაობდა ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის პარტიულ ორგანიზაციებში, კურირებდა სამართალდამცავ ორგანოებს; 1985–1989წწ. სამეცნიერო მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, მართვის სამართლებრივი პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1990 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 1990–1992წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი. 1992–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, 1994 წლიდან კი - პროფესორი. 1995–1999წწ. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. 1999–2000წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2000-2001წწ. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2006 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის (2015) პროექტების ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი და ერთ-ერთი რედაქტორი (1999–2001). მინიჭებული აქვს იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება (1999) და უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი. (2001). არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და 10 წიგნის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორალური ნორმების მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში", დაიცვა 1977 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სამოქალაქო სამართლის ფუნქციები", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

